მანჰეტენზე აფეთქება მოხდა

მანჰეტენზე აფეთქება მოხდანიუ-იორკში  აფეთქება მოხდა.

როგორც დასავლური მედია იტყობინება, აფეთქება ადგილობრივი დროით 6:30 საათზე თაიმ სქუერთან, მანჰეტენის ავტობუსების სადგურთან Port Authority -თან მოხდა. მიმდებარე ტერიტორიიდან მეტროს სამი ხაზის ევაკუაცია განხორციელდა.

შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანია დაშავებული. დაკავებულია ერთი ადამიანი.

ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, აფეთქების გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, განიხილება ტერაქტის ვერსიაც.

Port Authority აშშ-ის ყველაზე დიდი ავტობუსების სადგურია, რომელიც წლის განმავლობაში 65 მილიონ ადამიანს ემსახურება.

რით იყო გამოწვეული აფეთქება და აქვს თუ არა შემთხვევას კავშირი ტერორიზმთან, ამ ეტაპზე უცნობია.

მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ ქუჩები გადაკეტა.