რუსთავში საქართველოს ბანკში მთვრალი ტაქსის მძღოლი შეიჭრა

რუსთავში საქართველოს ბანკში მთვრალი ტაქსის მძღოლი შეიჭრათვითმხილველების ინფორმაციით, რუსთავში „საქართველოს ბანკის“ ექსპრესფილიალში ერთი პირი შეიჭრა, რომელიც პოლიციამ დააკავა. თავდამსხმელი დაახლოებით 40 წლამდე ასაკის კაცი იყო და სავარაუდოდ, მას იარაღი ჰქონდა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

თვითმხილველების ცნობით, დაკავებული პირი წლებია, ტაქსის მძღოლად მუშაობს, ის ნასვამი იყო და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.