დანიაში მილიონ ევროდ შეფასებული არყის ბოთლი მოიპარეს

კოპენჰაგენში ყველაზე ძვირადღირებული არყის ბოთლი მოიპარეს, რომელიც, მისი მფლობელის თქმით, რუსეთიდან იყო ჩატანილი.

ქურდობა ბარ “Café 33”-ში მოხდა, სადაც არყების კოლექცია იყო გამოფენილი.

არაყი 1,1 მილიონ ევროდ იყო შეფასებული.

კოლექციის მფლობელმა ბრაიან ემბერგმა შემთხვევის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და სავარაუდო ეჭვმიტანილის ფოტოც გამოაქვეყნა, რომელიც სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა.

მისივე თქმით, მან აღნიშნული არაყი რუსეთიდან ნახევარი წლის წინათ ჩამოიტანა და ის დაზღვეული არ ყოფილა.

ბოთლი ოქროსა და ვერცხლისგანაა დამზადებული და მას იმ ავტომობილის ემბლემა აქვს, რომელიც 1912 წელს მონტე-კარლოს რალიში მონაწილეობდა.

პირველი

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018