დანიური ზოოპარკები ლომებს ზღვის გოჭებით და კურდღლებით გამოკვებავენ

დანიის ორმა ზოოპარკმა – კოპენჰაგენსა და გივსკუდში, – დამთვალიერებლებს თხოვნით მიმართა მტაცებლების გამოსაკვებად შინაური ცხოველები მოიყვანონ.
ზოოპარკები იღებენ ზღვის გოჭებსა და კურდღლებს. ამ ცხოველებით იკვებებიან ვეფხვები, ლომები და მგლები.

კოპენჰაგენის ზოოპარკის თანამშრომლის ანი-სოფი ელერის თქმით, მტაცებლების ძაღლებით ან კატებით გამოკვება არაეთიკური იქნებოდა, ამასთან, ეს ცხოველები მტაცებლების ბუნებრივ რაციონში არ შედიან.
– კარგია, როდესაც ცხოველების კვება მრავალფეროვანია. მათ ტყავის ღეჭვა ეხალისებათ, ხოლო შიგნეულობა მათთვის ძალზე სასარგებლოა, – განაცხადა ელერმა.
აღსანიშნავია, რომ ზოოპარკები დამთვალიერებლებს საშუალებას აძლევენ უყურონ, თუ როგორ შეჭამს შინაურ ცხოველს მტაცებელი.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018