და-ძმა ტყუპები სხვადასხვა წელს დაიბადნენ

აშშ-ში, კალიფორნიაში ტყუპები 20 წუთის სხვაობით, სხვადასხვა თვესა და წელში დაიბადნენ. ამის შესახებ გაზეთი Daily Mail-ი იუწყება.

და-ძმა ხოაკინი და აიტანა 2018 წლის იანვრის ბოლოს უნდა გაჩენილიყვნენ, თუმცა ისინი სამყაროს ცოტა ხნით ადრე, ახალი წლის ღამეს მოევლინენ. ბიჭი შუაღამემდე, 2017 წლის 31 დეკემბერს გაჩნდა, მისი ტყუპისცალი და კი 20 წუთის შემდეგ, უკვე 2018 წელს დაიბადა.

ტყუპების დედ-მამას კიდევ სამი შვილი ჰყავთ. ექიმის თქმით, ახალშობილები და დედა თავს კარგად გრძნობენ და მზად არიან სამშობიაროდან გასაწერად.

– ეს ნამდვილი სიურპრიზი იყო. ემოციური ღამის შემდეგ მთელი ოჯახი ბედნიერია, – განაცხადა სამშობიაროს წარმომადგენელმა.

პირველი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018