ვის შეხვდა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გენერალი ქუთათელაძე – გიორგი ჭანტურიას აღწერით, სავარაუდო მკვლელის ფოტორობოტი შეიქმნა

ვის შეხვდა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გენერალი ქუთათელაძე - გიორგი ჭანტურიას აღწერით, სავარაუდო მკვლელის ფოტორობოტი შეიქმნავის შეხვდა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გენერალი ქუთათელაძე? – P.S.-მა, გიორგი ჭანტურიას აღწერის მიხედვით, სავარაუდო მკვლელის ფოტორობოტი შექმნა.

გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე, პოსტ სკრიპტუმმა, გიორგი ჭანტურიას აღწერის მიხედვით, ამ ადამიანის ფოტორობოტი შექმნა.

რაც შეეხება გიორგი ჭანტურიას, ის გამოძიებას გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობასთან დაკავშირებით, მინიმუმ, 40 საათი დაკავებული ჰყავდა. რამდენჯერმე გაჩხრიკეს მისი ბინა და ავტომობილი. ბინაში ვაზნებიც იპოვნეს. ასევე სამართალდამცავები მის სახლთან ახლოს მდინარეში რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ რაღაცას – სავარაუდოდ, მკვლელობის იარაღს და მკვლელის ტანსაცმელს.

ერთ-ერთი ვერსიით, ჭანტურიას გენერალთან უთანხმოება ჰქონდა. თუმცა, თავად ამას უარყოფს.

რუსთავი 2