კოალებმა შუა გზაზე იჩხუბეს

ავსტრალიაში ორმა კოალამ ერთმანეთთან ჩხუბი შუა გზაზე გამართა. ამ შემთხვევის ამსახველი ვიდეო ერთ-ერთმა ადგილობრივმა პორტალმა გამოაქვეყნა.
აღნიშნული შემთხვევა სამხრეთ ავსტრალიის შტატის ქალაქ სტირლინგში მოხდა. გზაზე ურთიერთობის გარკვევისთვის მოჩხუბარი კოალების გამო გზაზე საცობი წარმოიშვა. მძღოლები მანქანების საყვირებით ცდილობდნენ ცხოველების გზიდან განდევნას, მაგრამ უშედეგოდ.
სიტუაცია მხოლოდ მას შემდეგ განიმუხტა, როდესაც ცხოველებს თავად მობეზრდათ ერთმანეთთან ურთიერთობის გარკვევა და გზის სავალი ნაწილი დატოვეს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018