მარიამ ჭანტურია – ”რუსთავში სტამბოლის ბაზრის მოწილეებს შორის სერიოზული დავა იყო, სამსონ ქუთათელაძეს კი ფინანსური ვალდებულებები გააჩნდა”

მარიამ ჭანტურია - ”რუსთავში სტამბოლის ბაზრის მოწილეებს შორის სერიოზული დავა იყო, სამსონ ქუთათელაძეს კი ფინანსური ვალდებულებები გააჩნდა”რუსთავში მოკლული გენერლის, სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას და სკანდალურ განცხადებას აკეთებს. მარიამ ჭანტურიას განმარტებით, სერიოზული დავა იყო ბაზრის მეწილეებს შორის, სოსო ქუთათელაძეს კი ფინანსური ვალდებულებები გააჩნდა.

როგორც მარიამ ჭანტურიამ აღნიშნა, მის ოჯახს კავშირი ე.წ. სტამბოლის ბაზართან არ ჰქონია, ისინი სავაჭრო ობიექტებს ფლობდნენ ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე.

მისი თქმით, მათ 2012 წლამდე ჰქონდათ ბაზრის წილები, თუმცა შემდეგ ჩამოართვეს, რაზეც გამოძიებას მიმართეს.

– სტამბოლის ბაზართან ჩვენს ოჯახს არანაირი კავშირი არ აქვს. ჩვენ 2012 წელს საჩივრით მივმართეთ წილების დასაბრუნებლად და დავა გრძელდება, საქმეს პროკურატურა იძიებს. ჩვენ ამჟამად ურთიერთობა არ გვქონია სამსონ ქუთათელაძესთან. როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, არსებობდა სერიოზული დავა მოწილეებს შორის, თუმცა ჩვენ მხარეებს არ ვიცნობთ. როგორც ვიცით, ქონებრივი განხეთქილებაა, – განაცხადა მარიამ ჭანტურიამ.

ნიუპოსტი