მოჩხუბარი კენგურუები ავსტრალიელის მუქარამ გააშველა – ”გაჩერდით, თორემ თქვენს მშობლებს ვეტყვი!”

ავსტრალიელი მოჩხუბარ კენგურუებს თავს წაადგა და დაემუქრათ, რომ ამ ამბავს მათ მშობლებს აცნობებდა. ამ მოვლენის ამსახველი ვიდეო იუთუბიზე იქნა განთავსებული.
ვიდეორგოლში კადრს მიღმა მყოფი მამაკაცი ჯერ ფიქრობს, რომ ცხოველებმა გადაწყვიტეს ერთმანეთს ჩაეხუტონ, მაგრამ შემდეგ მიხვდა, რომ ისინი ჩხუბობდნენ. თავდაპირველად ის ხუმრობით ახმოვანებს კენგურუების აზრებს, რომლებიც თითქოსდა ქალისთვის ჩხუბობდნენ.
შემდეგ მან გადაწყვიტა ჩხუბი შეეჩერებინა. ცხოველებს მიუახლოვდა და დაიწყო ყვირილი, რომ ის მათ მშობლებს იცნობს და მათ აუცილებლად მოუყვება მათი ჩხუბის შესახებ. კენგურუები ჯერ შეჩერდნენ, მამაკაცს შეხედეს, შემდეგ კი გაიქცნენ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018