სამსონ ქუთათელაძეს სხეულზე 6 ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული 

სამსონ ქუთათელაძეს სხეულზე 6 ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული ე.წ. სტამბოლის ბაზრობის დირექტორი, ყოფილი პარლამენტარი და გენერალი სამსონ ქუთათელაძეს სხეულზე 6 ჭრილობა აქვს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა.
– ამ ეტაზე რაც შეგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ ბაზრობის შიდა ტერირიაზე და ასევე გარდაცვლილის სამუშაო ოთახში სათვლათვალო კამერები დამონტაჟებული არ იყო, თუმცა ჩვენ უკვე ამოღებული გვაქვს ბაზრობის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული კამერები. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები იმისთვის, რომ დავადგინოთ დანაშაულის ჩამდენი პირი. ამ ფაქტზეც გამოძიება მიმდინარეობს მკვლელობის მუხლით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარების მუხლით. ჯერჯერობით სულ ესაა, რაც გამოკვეთილია ამ ეტაპზე, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.