”ძლევამოსილი ბარიტონი გიორგი გაგნიძე” – რას წერს ამერიკული პრესა ქართველ მომღერალზე

ქართველი ბარიტონი გიორგი გაგნიძე იანვარში, ახალ საოპერო სეზონზე, ორი როლით დაბრუნდა მეტროპოლიტენ ოპერის სცენაზე.
ის მონაწილეობს სპექტაკლებში ― „სოფლის ღირსება“ და „ჯამბაზები“. ამერიკული პრესის ცნობით,  მან ურთულეს გამოწვევას გაართვა თავი.
ერთ დღეში ორ სრულიად განსხვავებულ ადამიანად გარდასახვა მოითხოვს როგორც დიდ პროფესიონალიზმს, ასევე დიდ ადამიანურ ენერგიას.
”ალფიოს და ტონიოს როლით გიორგი გაგნიძე წარმოჩინდა როგორც ძლევამოსილი ბარიტონი. თუკი ალფიო არის თავდაჯერებული, მისი ტონიო სრულიად გატეხილი და შეძრული ჩანს“, –  წერს ,,ნიუ იორკ ტაიმსი“.
– რა თქმა უნდა, ადვილი არ არის ერთ ღამეში ორი განსხვავებული როლის შესრულება, საჭიროა კარგი ტექნიკა. ეს არის დიდი გამოწვევა, მაგრამ ასევე არის დიდი გზა. შესაძლებლობა მაქვს, ვაჩვენო ის, რაც შემიძლია, გავაკეთო როგორც მომღერალმა და როგორც მსახიობმა, – ამბობს ქართველი მომღერალი ამერიკულ გამოცემასთან.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გაგნიძე მსოფლიოს პრესტიჟულ თეატრებში მღერის და მსოფლიოს უდიდეს დირიჟორებთან, რეჟისორებთან და მსახიობებთან ერთად მუშაობს.

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018