აშშ-ის „შავ სიაში“ “ვითიბი ბანკიც” მოხვდა

აშშ-ის „შავ სიაში“ "ვითიბი ბანკიც" მოხვდაამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ კონგრესს „კრემლის ანგარიში“ წარუდგინა. პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების „შავი სიაში” 210 სახელი, მათ შორის 114 რუსეთის მსხვილი ჩინოვნიკია, 69 კი ოლიგარქია შესული, რომელთა წინააღმდეგად, შესაძლოა, სანქციები დაწესდეს.
სიაში “ვითიბი ბანკიც” მოხვდა.
„კრემლის სიაში“ შესულია ასევე პრემიერ მინისტრი დმიტრი მედვედევი და მინისტრთა კაბინეტის წევრები, მათ შორის ენერგეტიკის მინისტრი ალეკსანდრ ნოვაკი და ტრანსპორტის მინისტრი მაკსიმ სოკოლოვი.

სიაში მოხვდნენ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანტონ ვაინო და პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი, რუსეთის ლიდერის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, გრომოვი. ასევე სიაში არიან- მატვიენკო, ვოლოდინი, სეჩინი, მილერი, ნარიშკინი, ბორტნიკოვი, „როსსეტის“ ექს-ხელმძღვანელი ბიდარგინი, ასევე „როსატომის“, „ინტერ რაოს“, „რუსჰიდროს“ ხელმძღვანელები , სახელმწიფო ბანკების „ვიტიბი ბანკის“, „სბერბანკის“ ხელმძღვანელები ანდრეი კოსტინი და გერმან გრეფი. „ვნეშეკონომბანკის“ უფროსი სერგეი გორკოვი. სიაში არიან რუსეთის რკინიგზის, ავიამშენებელი კორპორაციის და „აეროფლოტის“ ხელმძღვანელები, „როსტეხის“ მეთაური ჩემეზოვი და „გაზპრომის“ ხელმძღვანელი მილერი, „იანდექსის“ ხელმძღვანელი არკადი ვოლოჟი და „მაილრუ გრუპის“ ყოფილი თანამფლობელი იური მილნერი.

ოლიგარქების სიის ფიგურანტები არიან – რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლები კლიმენკო და გლაზიევი, ბიზნესმენები ალიშერ უსმანოვი, რომან აბრამოვიჩი, სულეიმან კერიმოვი, „კასპერსკის ლაბორატორიის“ შემქმნელი ევგენი კასპერსკი, ასევე ვაგიტ ალეკპეროვი, ოლეგ დერიპასკა, ვლადიმირ პოტანინი, მიხაილ პროხოროვი, არკადი და ბორის როტენბერგები, გენადი ტიმჩენკო, ოლეგ ტინკოვი, ვიკტორ ვეკსელბერგი, ვადიმ იაკუნინი, ალეკსანდრ ჯაფარიძე, ვლადიმირ ბოგდანოვი, პეტრ ავენი, დმიტრი პუმიანსკი, ვიქტორ რაშნიკოვი, ალეკსეი მორდაშოვი, ანდრეი გურიევი, სერგეი გალიცკი.

ამერიკის ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, რომ ამ დროისთვის „კრემლის ანგარიშის“ ფიგურანტებზე სანქციები ავტომატურად არ ვრცელდება და სიაში ყოფნა არ ნიშნავს, რომ მათი აქტივები გაიყინება ან აშშ-ს ვიზის მიღება შეეზღუდებათ. თუმცა როგორც ბლუმბერგი წერს შესაძლოა მათ ჩამონათვალში ყოფნამ აშშ-ის და ევროპის ბანკებს და ორგანიზაციებს მათთან ბიზნესის წარმოებისგან თავისშეკავების ბიძგი მიცეს.

შეგახსენებთ, 2017 წლის 2 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს „ ამერიკის ოპონენტების წინააღმდეგ სანქციების მეშვეობით მოქმედების“ შესახებ. მასში ნათქვამი იყო, რომ 180 დღის განმავლობაში ამერიკის ფინანსთა სამინითროს სახელმწიფო დაზვერვასთან და სახელმწიფო დეპარტამენტთან თანამშრომლობით უნდა მოემზადებინა ფართო ანგარიში რუსული ბიზნესისა და ხელისუფლების კავშირთან დაკავშირებით და კონგრესისთვის წარედგინა.

ნიუპოსტი