აშშ-ში 31 წლის ქართველი მოკლეს

აშშ-ში 31 წლის ქართველი მოკლესაშშ-ში, კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილში,  31 წლის ქართველი კაცი მოკლული იპოვეს. ინფორმაციას ადგილობრივი ტელევიზიები ავრცელებენ. ნაპოვნია კიდევ ერთი კაცის ცხედარი. ორივე მათგანი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლითაა მოკლული. მათი ვინაობაც ცნობილია. ქართველი დავით კანდელაკია, ხოლო ამერიკელი.

პოლიციის ინფორმაციით, ერთი დღით ადრე, ქართველის გაუჩინარების შესახებ მისმა მეუღლემ განაცხადა მას შემდეგ, რაც ქმარი მას წინასწარ დაგეგმილ ადგილას არ შეხვდა. ამის შემდეგ დაიწყო დაკარგულის ძებნა.

პრაიმ თაიმი