ბათუმში შტორმის შედეგად სანაპირო ზოლი დაბინძურდა

ბათუმში შტორმის შედეგად სანაპირო ზოლი დაბინძურდაბათუმში, ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე ზღვამ ნაგავი და ხის ტოტები გამორიყა. სინოპტიკოსების ინფორმაციით, შტორმი 5 ბალს აღწევს. ზღვაში საშტორმო მდგომარება ხვალ, დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნდება.
როგორც ბათუმის მერიაში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, სანაპიროს დასუფთავებას ბათუმის მერიის შპს “სანდასუფთავების” სამსახურის თანამშრომლები დილის 05:00 საათიდან დაიწყებენ.