ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა

ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშასაქართველოს პირველი ჩოგანი მამაკაცებში ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა. ბასილაშვილმა 5 სეტში წააგო ბრიტანელ კაილ ედმუნდთან და მერვედფინალში გასვლის შანსი ხელიდან გაუშვა.

ბასილაშვილი 2:1-ს იგებდა სეტებში, მაგრამ სამწუხაროდ ბოლო ორი სეტი დათმო და ავსტრალიას დაემშვიდობა.

მიუხედავად მარცხისა, ბასილაშვილმა ამ ტურნირზე ორი შეხვედრა მოიგო და მისთვის ეს ცუდი შედეგი არ არის, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ქართველმა ჩოგბურთელმა 100 000 დოლარზე მეტი გამოიმუშავა.