ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობა მოგებით დაიწყო

ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობა მოგებით დაიწყოსაქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობაზე ასპარეზობა წარმატებულად დაიწყო.

მსოფლიო რეიტინგში 61-ე პოზიციაზე მყოფმა ქართველმა ავსტრიელი ჟერალდ მელცერი ოთხ სეტში – 6:3, 6:4, 2:6, 6:3 დაამარცხა.

ბასილაშვილმა მეტოქის ჩაწოდება ექვსჯერ აიღო, საკუთარი კი ოთხჯერ დაკარგა.

ქართველმა ჩოგბურთელმა 4 ეისი დააგროვა, თუმცა, 2 ორმაგი შეცდომა დაუფიქსირდა.

მომდევნო ეტაპზე გასვლით ბასილაშვილმა 10 სარეიტინგო ქულა და 60 000 დოლარი გამოიმუშავა.