გიორგი ჭანტურია – “გახარიას მოადგილე მაძალებდა, მეღიარებინა ქუთათელაძის მკვლელობა და სანაცვლოდ შეღავათს მპირდებოდა”

გიორგი ჭანტურია - "გახარიას მოადგილე მაძალებდა, მეღიარებინა ქუთათელაძის მკვლელობა და სანაცვლოდ შეღავათს მპირდებოდა"გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის ირგვლივ დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურია აცხადებს, რომ მასსა და ე.წ. სტამბოლის ბაზრის ერთ-ერთ მფლობელს შორის მიწის ყიდვასთან დაკავშირებით მილაპარაკებები მიმდინარეობდა რაც, საბოლოო ჯამში არ შედგა.

“რუსთავი 2”- ის ეთერში ჭანტურიამ თქვა, რომ ქუთათელაძესთან დაპირისპირება არასდროს ქონია.
რაც შეეხება უზიელ ნონის შეცვლილ ჩვენებას, ჭანტურია ეჭვობს, რომ ბიზნესმენს მის წინააღმდეგ მიაცემინონ ჩვენება.
– შთაბეჭდილება მრჩება, რომ ერთიო კაცი ალაგებს, და უნდა ჩემი ციხეში ყოფნა, ჩემი თავიდან მოცილება უნდათ, ვიღაცას ჩემი ციხეში ყოფნა სურს, – ამბობს ჭანტურია.

გიორგი ჭანტურია მკვლელობამდე სამსონ ქუთათელაძესთან შეხვედრას იხსენებს. მისი თქმით, ქუთათელაძესთან ყოფით დეტალებზე ისაუბრეს. ჭანტურია ამბობს, რომ ქუთათელაძის მკვლელობის შესახებ ბანკში გაიგო, სადაც მამამისის გამოსაყვანად მივიდა.

გიორგი ჭანტურია იმასაც აცხადებს, რომ ქუთათელაძესთან შეხვედრას მისთვის უცნობი პირიც ესწრებოდა. მისი თქმით, უცნობი პირი ბაზრის მეწილესთან მიწის თემაზე საუბრობდა.
ჭანტურია აღნიშნავს, რომ ამ მამაკაცის შესახებ გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია.

გიორგი ჭანტურია გამოეხმაურა სტამბოლის ბაზრის დირექტორის განცხადებას, რომ მას კაზინოში 60.000 ლარი ჰქონდა წაგებული და დიდი ვალი ჰქონდა. მან ამ განცხადებას ბოდვა უწოდა.
ჭანტურიამ “რუსთავი 2”-ს განუცხადა, რომ მას ვალები არ აქვს და თანხა, რომლის მოპოვებასაც მიწის გაყიდვით ცდილობდა, ბიზნესის თბილისში დასაწყებად უნდოდა.

გიორგი ჭანტურია ირწმუნება, რომ მას გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის აღიარებას შს მინისტრის მოადგილე პირადად სთხოვდა.

– მიმდინარეობდა ზეწოლა, რომ მეღიარებინა ეს დანაშაული საკუთარ თავზე. აღიარე ეს დანაშაული, მეუბნებოდნენ. ეს პირდაპირ მითხრა, ზუსტად სიტყვა-სიტყვით. შენ ჩხუბი მოგივიდა და მერე ესე განვითარდა მოვლენები მას არ სურდა ამ მკვლელობას შეკვეთილის ელფერი ჰქონოდა და შესაბამისად თუ ვაღიარებდი ამ დანაშაულს, შეღავათებს მპირდებოდა. მითხრა, რომ აღიარე და შეღავათს გაგიკეთებ და დაგეხმარები ბოლომდე გვერდში დაგიდგები, -განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.

ის ებრაელი პარტნიორის უზიელ ნონის შეცვლილ ჩვენებასაც გამოეხმაურა. ჭანტურია ეჭვობს, რომ ნონის ათქმევინეს უარი გასაჯაროებულ ჩვენებაზე და ის ხელმეორედ დაკითხეს სასურველი ჩვენების მისაღებად.

რუსთავის ბაზრის ერთ-ერთი მეწილე ვარაუდობს, რომ მოწმეები მასსა და გენერალ სამსონ ქუთათელაძის დაპირისპირების შესახებ მიზანმიმართულად საუბრობენ იმისთვის, რომ ის იქცეს მთავარ ეჭვმიტანილად.

– ეს საქმე თუ ჩემსკენ წამოიყვანეს და მეც მომაცილეს იქაურობას, ვიღაცას შეიძლება ჰქონდეს რაღაც ინტერესები. ადამიანი ცოცხალი აღარ არის. ის განაგებდა ყველაფერს და ის იღებდა გადაწყვეტილებებს, – განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.

მისი თქმით, თუნდაც ის, რომ უარი უთხრა ქუთათელაძემ მიწის შეძენაზე, მისი მოკვლის მოტივი ვერ გახდებოდა.

– მოტივი რა არის ჩემი. ვთქვათ უარი მივიღე და მერე რა? იყიდიდა ამის შემდეგ? – განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.

ნიუპოსტი