თურქეთში ბავშვებით სავსე ავტობუსი ხეებს შეეჯახა – დაიღუპა 11, დაშავდა 44 ადამიანი

თურქეთში ბავშვებით სავსე ავტობუსი ხეებს შეეჯახა - დაიღუპა 11, დაშავდა 44 ადამიანითურქეთის პროვინცია ესკიშეჰირში ავარიას ავტობუსში მყოფი 11 ადამიანი ემსხვერპლა და 44 დაშავდა. ამის შესახებ „ანადოლუ“ პროვინციის გუბერნატორ ოზდემირ ჩაკაჯაკზე დაყრდნობით წერს.
– ავტობუსი, რომლითაც ანკარადან ექსკურსიაზე სკოლის მოსწავლეები მიემართებოდნენ, გზის ნაპირას ხეებს შეეჯახა. ავარიის შედეგად დაიღუპა 11 და დაშავდა 44 ადამიანი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, მძღოლები დაკავებულები არიან, – განაცხადა ჩაკაჯაკმა.

ბავშვები სამთო-სათხილამურო კურორტ ულუდაგში მიემგზავრებოდნენ. ზოგიერთ ბავშვს თან მშობელიც ახლდა.

წინასწარი ინფორმაციით, ავტოავარიის მიზეზი შესაძლოა გზაზე მოულოდნელად გამოჩენილი ცხოველი იყოს.

თურქეთის მთიან რეგიონებში დიდთოვლობა და გზებზე ლიპყინულია.