თურქეთში ბათუმი-სტამბოლის ავტობუსის მგზავრი დააკავეს

თურქეთში ბათუმი-სტამბოლის ავტობუსის მგზავრი დააკავესთურქული მედიის ცნობით ქალაქ სამსუნში ბათუმი-სტამბოლის ავტობუსის მგზავრი, საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც კონტრაბანდული საქონელი გადაჰქონდა, მათ შორის იყო 200 შეკვრა კონტრაბანდული სიგარეტი, 23 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი, da 14 კვადრატული მეტრი სპარსული ხალიჩა.

დაკავებული საქართველოს მოქალაქე სამსუნის პოლიციის სამმართველოს კონტრაბანდისა და ორგანიზებული დანაშაულის განყოფილებაშია გადაყვანილი.

ნიუპოსტი