თურქი ექსპერტები – „თურქეთი შეიძლება აიძულონ, ჩაებას მსხვილმასშტაბიან ომში“

თურქი ექსპერტები - „თურქეთი შეიძლება აიძულონ, ჩაებას მსხვილმასშტაბიან ომში“სირიაში ომის დამთავრებულად გამოცხადების მიუხედავად, სირიაში მშვიდობა მოსალოდნელი არ იყო. ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ ბოლომდე დაშლილი არ არის. სირიასა და ერაყში ჯერ კიდევ რჩებიან მისი წევრი ჯიჰადისტები. სირიაში მოქმედებას აგრძელებენ ე.წ.ზომიერი ოპოზიციონერები, რომლებიც უპირისპირდებიან როგორც ასადის რეჟიმს, ისე „ისლამურ სახელმწიფოს“ და „ჯებხატ ან ნუსრას“.
ამას ემატება თურქეთის ტრადიციული დაპირისპირება ქურთებთან. თურქეთის მხრიდან სირიის ქურთებით დასახლებულ პროვინციაზე შეტევა მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო მსოფლიოსთვის. ექსპერტები რამდენიმე თვის წინაც საუბრობდნენ , რომ სირიაში საგრძნობლად გააქტიურებული და რუსეთთან და ირანთან შეკრული ანკარა სირიელ ქურთებზე იერიშს მიიტანდა. ამ თავდასხმას 9 კაცი ემსხვერპლა, 13 კი დაიჭრა.
ამის შემდეგ თურქეთის ტერიტორია გახდა სირიიდან სარაკეტო თავდასხმის ობიექტი.
მიუხედავად იმისა, რომ თურქეთმა თავისი ოპერაციის შესახებ წინასწარ ჩააყენა საქმის კურსში ვაშინგტონი და მოსკოვი, მას მხარდაჭერა ოპერაციზე არ მიუღია.
თურქი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამ მოვლენებამდე სირიაში მყოფმა ქურთებმა მიიღეს შეიარაღება აშშ-სგან, რამაც კიდევ უფრო დაძაბა სიტუაცია რეგიონში. თურქი ექსპერტების აზრით, შესაძლოა, ანკარა აიძულონ ჩაებას მსხვილმასშტაბიან ომში, სადაც ერთ მხარეს თურქეთი იქნება, მეორე მხარეს – აშშ. მათი ნაწილი გამოსავალს ქვეყნის ფედერალიზაციაში ხედავს, რისთვისაც თურქეთი ამჟამად მზად არ არის.
ამ მოვლენებმა, სავარაუდოდ, გაზარდეს სირიიდან ლტოლვილების რიცხვი. სირიიდან დევნილების რაოდენობა, გერმანული წყაროებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში გაზრდილია. ამის მიზეზია სირიის რეჟიმის მეთაურის, ბაშარ ასადის მიერ დაწყებული ბრძოლები.
გერმანელი ექსპერტების შეფასებით, ეს ადასტურებს, რომ რუსეთს თურქეთთან და ირანთან ერთად არ შეუძლია მშვიდობის დამყარება სირიაში.
სირიის საკითხზე აუცილებელია პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება. ვინ მიიღებს მონაწილეობას მოსკოვის ეგიდით 30 იანვარს დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობას, ჯერჯერობით უცნობია.
ბოლო დროს სირიაში მყიფე მშვიდობა სხვა მხრივაც დაირღვა. რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ იცის, ვისი პროვოცირებულია თავდასხმები სირიაში განლაგებულ რუსეთის სამხედრო ობიექტებზე. ერთი მთაგანი უპილოტო თვითნაკეთი თვითმფრინავებით განხორციელდა.
გერმანელი ანალიტიკოსების აზრით, რუსებს ამგვარი ტექნოლოგიები სირიაში არ უნდა გაკვირვებოდათ. დრონებს იყენებდა „ისლამური სახელმწიფო“ . ასეთი ტექნოლოგიების გამოჩენა მოსალოდნელი იყო სხვა შეიარაღებულ დაჯგუფებებში. მაგალითად, ორგანიზაცია „ახრარ აშ შამში“, რომელსაც ბრალდება იერიში რუსეთის ბაზებზე.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი და დასავლეთის ლიდერები რუსეთს ხშირად ადანაშაულებენ იმაში, რომ ის თვალს ხუჭავს ასადის მხრიდან მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე.
რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ დამასკოს მხრიდან ქიმიური იარაღაის გამოყენების დამადასტურებელი დოკუმენტები არ არსებობს. მისივე მტკიცებით, სირიაში ასადის მოწინააღმდეგე მებრძოლებს აქვთ წვდომა სრულყოფილი მომწამვლელი ნივთიერებების სინთეზზე.ლავროვი აღნიშნავს, რომ „ბოევიკები“ არამარტო იყენებენ ტოქსიკურ ქიმიკატებს, არამედ, ფლობენ საკუთარ ტექნოლოგიას და შესაძლებლობებს საბრძოლო მომწამვლელი ნივთიერებების შესაქმნელად. ეს იმას ნიშნავს, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებობს ქიმიური ტერორიზმის საფრთხე.
მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა