ირაკლი ქადაგიშვილი – ”ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების ჩატაევსა და მის დაჯგუფებასთან კავშირი ცალსახად იკვეთებოდა”

ირაკლი ქადაგიშვილი - ”ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების ჩატაევსა და მის დაჯგუფებასთან კავშირი ცალსახად იკვეთებოდა”სპეცოპერაციის მიზანი იყო ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების დაკავება, რომელთა ჩატაევთან და მის დაჯგუფებასთან კავშირიც ცალსახად იკვეთებოდა, – ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს პანკისის ხეობის უხუცესებსა და ადგილობრივებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
ერთსაათიანი დახურული შეხვედრის შემდეგ, რომელზეც საუბარი ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე იყო, კომენტარი უხუცესებს არ გაუკეთებიათ. მედიასთან კომენტარი გააკეთა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
– ეს შეხვედრა აუცილებელი იყო, ისევე როგორც წინა შეხვედრა. აქ შეკრებილი იყვნენ არამხოლოდ უხუცესები, არამედ რიგითი პანკისელებიც, რომელთაც კიდევ ერთხელ მივაწოდეთ სწორი ინფორმაცია მომხდარის შესახებ – ის ინფორმაცია, რაც გაგვაჩნია ამ დროისთვის.

ასეთი შეხვედრები სიტუაციის დაძაბვის თავიდან აცილების პრევენციისათვის აუცილებელია. საუბარი შეეხო ვიდეოჩანაწერებსაც, რომლის ნაწილიც აჩვენეს უხუცესებს, თუმცა მასალის შინაარსზე მე ვერ ვისაუბრებ, ეს არ არის ჩემი კომპეტენცია. სპეცოპერაციის მიზანი იყო ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების დაკავება, რომელთა ჩატაევთან და მის დაჯგუფებასთან კავშირიც ცალსახად იკვეთებოდა, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ინტერპრესნიუსი