მამუკა ბახტაძემ ახალი წელი აეროპორტში აღნიშნა

მამუკა ბახტაძემ ახალი წელი აეროპორტში აღნიშნაახალი, 2018 წლის დადგომა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო-გამშვები პუნქტის, „თბილისის აეროპორტი“ თანამშრომლებთან ერთად აღნიშნა.
უწყების ინფორმაციით, ახალი წლის ღამეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით მებაჟე-ოფიცრები კვლავ საკუთარ სამუშაო ადგილებზე იმყოფებიან და ქვეყნის ეკონომიკურ საზღვრებს იცავენ.
მინისტრმა მათ მადლობა გადაუხადა 2017 წელს გაწეული საქმიანობისათვის და ახალ წელს წარმატებები უსურვა.
„თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩვენს კოლეგებს ახალი წელი მივულოცეთ. გასულ წელს, დაახლოებით, მილიონი მგზავრით გაიზარდა მგზავრთნაკადი თბილისის აეროპორტში. 2018 წელს კიდევ უფრო გაზრდილ ნაკადს ველით და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეების გატარებას ვაპირებთ 2018 წელს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საქართველოს ყველა მოქალაქეს, ჩვენი სამინისტროს ყველა თანამშრომელს, მივცულოცო შობა-ახალი წელი და ვუსურვო წარმატებები“,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.
ფინანსთა მინისტრთან ერთად, თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა, გიორგი თაბუაშვილმა.