მარნეულში მატარებელი 12 წლის ბიჭს დაეჯახა და მოკლა

მარნეულში მატარებელი 12 წლის ბიჭს დაეჯახა და მოკლატრაგიკული შემთხვევა მოხდა მარნეულში – არასრულწლოვანი მატარებლის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მარნეულის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე, 12 წლის ვ.გ მატარებლის ლიანდაგზე მიდიოდა, ბიჭს ყურსასმენები ეკეთა, რის გამოც მოახლოებული მატარებლის სიგნალი ვერ გაიგონა, მემანქანემ დამუხრუჭება ვერ მოასწრო და მოზადს დაეჯახა.
შემთხვევა გუშინ მოხდა, როდესაც არასრულწლოვანი სკოლიდან შინ ბრუნდებოდა. მიღებული დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა და ბიჭი დაიღუპა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ამბები.გე