მესუტ ოზილით იუვენტუსი დაინტერესდა

მესუტ ოზილით იუვენტუსი დაინტერესდაარსენალის გერმანელმა ფეხბურთელმა მესუტ ოზილმა არსენალთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა და ზაფხულში ის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, თუ მანამდე რამე არ შეიცვალა.

ოზილის საკუთარ რიგებში ხილვა ბევრ კლუბს სურს და ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს კარიერას გერმანელი ნახევარმცველი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ოზილის მომავალი გუნდი ტურინის იუვენტუსი იქნება, რომელსაც ნახევარდაცვის გაძლიერება სურს.

თვითონ ოზილს ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.