მექსიკაში ფეხბურთის მატჩის ყურებისას 8 ადამიანი ჩაცხრილეს

მექსიკაში ფეხბურთის მატჩის ყურებისას 8 ადამიანი ჩაცხრილესსროლას 8 ადამიანი ემსხვერპლა. ინციდენტი მექსიკის ჩრდილოეთით მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

მედიის ცნობით, ქალაქ მონტერეიში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში უცნობები შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. სროლის დროს სახლში მყოფები ფეხბურთს უყურებდნენ. თავდასხმაში დაახლოებით 4 ადამიანი მონაწილეობდა, მათ სახეებზე ნიღბები ეკეთათ. პოლიციას ამ დრომდე თავდამსხმელთა ვინაობა არ დაუდგენია.