ნარჩემაშვილი საპატრიარქოს წინააღმდეგ

ნარჩემაშვილი საპატრიარქოს წინააღმდეგსაპარლამენტო უმრავლესობის ერთი ერთი წევრი კობა ნარჩემაშვილი აცხადებს, რომ საკანონმდებლო პროცესში ჩარევა მიუღებელია.

ნარჩემაშვილი საპატრიარქოს იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც სასულიერო პირები ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვის დროებით შეჩერებას ითხოვენ:
– გარკვეული ნაბიჯები ლიბერალიზაციის თვალსაზრისით გადასდგმელი გვაქვს. კანონპროექტი საკმაოდ კარგ დებულებებს შეიცავს. არის ზოგიერთი ნიუანსები, რომელსაც მეც არ ვეთანმხები, მაგრამ ეს არის გამომსასწორებელი, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ მე კატეგორიულად ვემიჯნები, როგორც პარლამენტის წევრი, პარლამენტის გარედან მართულ ნებისმიერ პროცესს, არასამთავრობოებიდან იქნება ეს და მათი დიქტატით გაკეთებულ საკანონმდებლო საქმიანობას ან პირიქით რაიმე სხვა სფეროდა.

მე მიმაჩნია, რომ საკანონმდებლო საქმიანობა ეს არის ჩვენი კომპეტენცია, მე პირველ რიგში მაინტერესებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით იყოს თანხმობა უმრავლესობაში, – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.