ნიგერიაში ეკლესიიდან გამომავალი ხალხი დახოცეს

ნიგერიაში ეკლესიიდან გამომავალი ხალხი დახოცესნიგერიაში უცნობი შეიარაღებული პირები ეკლესიიდან გამომავალ ხალხს თავს დაესხნენ. თავდასხმის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ავრცელებს. 

მომხდარზე აქამდე პასუხისმგებლობა რეგიონში მოქმედ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ნიგერიაში რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“ მოქმედებს. მისი წევრები ქვეყანაში დასავლური განათლების შემოღებას ეწინააღმდეგებიან და ხელისუფლებას მოუწოდებენ შარიათის კანონები გამოიყენონ. ნიგერიაში ბოლო დროს განხორციელებული ტერაქტების ორგანიზება თავის თავზე სწორედ ამ დაჯგუფებამ აიღო.

იმედინიუსი