ნიდერლანდებმა და ბელგიამ ტერიტორიები გაცვალეს

ნიდერლანდებმა და ბელგიამ ტერიტორიები გაცვალეს2018 წლიდან ამოქმედდა სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ნიდერლანდებსა და ბელგიას შორის საზღვარი შეიცვალა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

ტერიტორიის გაცვლა უნიკალური შემთხვევა მეორე მსოფლიო ომისშემდგომ ევროპაში, როდესაც ორი ქვეყანა მშვიდობიანად შეთანხმდა საზღვრის ცვლილებაზე. ამასთან აღსანიშნავია, ნიდერლანდებმა ბელგიისგან უფრო დიდი ტერიტორია მიიღო, ვიდრე თავად გასცა – ბელგიამ 3 ჰექტარი ფართობის ნახევარკუნძული, ნიდერლანდებმა კი 16 ჰექტარი ფართობის ნახევარკუნძული მიიღო.

საზღვრის კორექტირების მიზეზი ნიდერლანდების ქალაქ ეისდენსა და ბელგიის მუნიციპალიტეტ ვეზეს შორის, მდინარე მაასის კალაპოტის ცვლილებაა.

1960-80-იან წლებში მდინარე მაასზე საინჟინრო სამუშაოების შედეგად ყოფილი ბელგიური კუნძული ნიდერლანდებთან დაკავშირებულ ნახევარკუნძულად იქცა, ხოლო ნიდერლანდური კუნძული ფიზიკურად ბელგიას შეუერთდა.

ვინაიდან ორივე ქვეყანა ევროკავშირის და შენგენის ზონაში შედის, ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენდა, მაგრამ ურთულებდა საქმეს სამართალდამცაველებს.

გასულ წელს ყოფილ ბელგიურ ნახევარკუნძულზე პოლიციამ გვამი აღმოაჩინა, თუმცა ბელგიური მხარის ნებართვის გარეშე შესაბამისი ღონისძიებების გატარება ვერ შეძლეს. ამის შემდეგ ქვეყნებმა ტერიტორიების გაცვლა გადაწყვიტეს.

იმედინიუსი