ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა

ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშასერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა. ნოვაკმა მერვედფინალში სენსაციური მარცხი განიცადა კორეელ ჰიონ ჩონთან სამ სეტში.

ჩონი მხოლოდ 21 წლის არის და ის გახდა პირველი სამხრეთ კორეელი ჩოგბურთელი, რომელმაც დიდი სლემის ტურნირზე მეოთხედფინალში გასვლა შეძლო.

ჯოკოვიჩის და ჩონის შეხვედრა სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა და მასში უამრავი საინტერესო გათამაშება იყო, რომლებიც ძირითადად კორეელი ჩოგბურთელის გამარჯვებით მთავრდებოდა.

ჯოკოვიჩმა მატჩის შემდეგ განაცხადა რომ მისი მეტოქე უკეთესად თამაშობდა და დამსახურებულად მოიგო.