”პოლიციელი გადაახტა ექსკალატორს და კაცს ხელების გადაგრეხვა დაუწყო” – ეგნატე შამუგია მოქალაქის დაკავების ვიდეოს ავრცელებს

”პოლიციელი გადაახტა ექსკალატორს და კაცს ხელების გადაგრეხვა დაუწყო” - ეგნატე შამუგია მოქალაქის დაკავების ვიდეოს ავრცელებსეგნატე შამუგია ფეისბუქში პოლიციის მიერ მოქალაქის დაკავების ვიდეოს ავრცელებს.

“ამ ბიჭის დაკავების მიზეზი გახდა შემდეგი რამე: პოლიციელებს მეტროდან ამოყავდათ ორი დაკავებული ახალგაზრდა. ეს ბიჭი მეტროში ჩადიოდა, რომელმაც პოლიციელებს შეხედა (შეიძლება ფოტო გადაუღო), შემდეგ ერთ-ერთი პოლიციელი გადაახტა ექსკალატორს და ყოველგვარი განმარტების ან მსგავსი რამის გარეშე დაუწყო ხელების გადაგრეხვა. ეს რო არ გამოუვიდა მოუნდომა წაექცია.

უცნაური შემთხვევა იყო და ამიტომ გადავიღე,” – წერს ეგნატე შამუგია.

ნიუპოსტი

https://www.facebook.com/EgnateShmugia/videos/1585729384857226/