პროკურატურა – “საბა სამუშიამ 4 კაცი დაჭრა… ის ნარკოტიკების უკანონო შეძენა შენახვისთვის იყო გასამართლებული”

პროკურატურა - "საბა სამუშიამ 4 კაცი დაჭრა... ის  ნარკოტიკების უკანონო შეძენა შენახვისთვის იყო გასამართლებული"საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, საბა სამუშიამ რესტორან “აღაში” ოთხი ადამიანი დაჭრა. აქამდე ცნობილი იყო 3 ადამიანის დაჭრის შესახებ.

“თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულ ს.ს-ს აღკვეთი ღონისძების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 17 იანვარს, დაახლოებით 23 საათსა და 50 წუთზე, ქ. თბილისში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ რესტორან „აღა“-ში, ს.ს.-მ იქ მყოფ საზოგადოებას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მან დანის გამოყენებით რ.ბ.- ს მარჯვენა ფეხის მიდამოში მიაყენა ნაკვეთი ჭრილობები, რამაც კუნთის დაზიანება გამოიწვია და ჩაუტარდა ოპერაცია, დ.ქ. – ს დაარტყა დანა მარცხენა კოჭის არეში და მიაყენა ნაკვეთი ჭრილობა, მ.მ. – ს მარცხენა მუხლის უკანა ნაწილში მიაყენა ნაკვეთი ჭრილობა, ხოლო მ.ბ-ს, ასევე დანის გამოყენებით ფეხისა და წინამხრის არეში მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

ს.ს. სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით(ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება), 118-ე მუხლის მესამე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება ორი ან მეტი პირის მიმართ) და239-ე მუხლის მესამე ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებსთავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7 წლამდე.

ს.ს. წარსულში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით არის გასამართლებული” – ნათქვამია განცხადებაში.