რუსთავში, კონსტიტუციის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს 50 წლამდე ქალი ემსხვერპლა

რუსთავში, კონსტიტუციის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს 50 წლამდე ქალი ემსხვერპლარუსთავში, კონსტიტუციის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს 50 წლამდე ქალი ემსხვერპლა. “ინფორუსთავის” ინფორმაციით ცეცხლი იმ საწოლს გაუჩნდა რომელშიც მას ეძინა. გარდაცვლილი ჯერ საავადმყოფოში, შემდეგ კი პროზექტურაში გადაასვენეს. ქალის გარდაცვალების მიზეზი, წინასწარი ინფორმაციით, ძლიერი დაკვამლიანება გახდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ხანძარს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ნიუპოსტი