სერხიო რამოსი 3 კვირას გამოტოვებს

სერხიო რამოსი 3 კვირას გამოტოვებსსერხიო რამოსი 3 კვირას გამოტოვებსსერხიო რამოსმა რეალის ერთ-ერთ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და ის სამი კვირის მანძილზე ვერ შეძლებს თამაშს. ჯერჯერობით უცნობია თუ რა ვითარებაში მიიღო სერხიომ ტრავმა, მაგრამ მისი არყოფნა რეალისთვის შესაძლოა დიდ პრობლემად იქცეს, რადგან რამოსი რეალისთვის შეუცვლელი ფეხბურთელია.

ამჟამად სამეფო კლუბი საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია ესპანეთის ჩემპიონატში და რეალს თითქმის აღარ აქვს ჩემპიონობის შანსი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით რამოსის ტრავმა რეალისთვის დამატებითი თავის ტკივილია.