სირიაში 7 რუსული თვითმფრინავი განადგურდა

სირიაში 7 რუსული თვითმფრინავი განადგურდასირიაში ხმეიმიმის რუსულ ავიაბაზაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად 7 თვითმფრინავი განადგურდა.

რუსული მედიის ცნობით, შემთხვევა 31 დეკემბერს მოხდა. ტერორისტებმა ბაზა ნაღმტყორცნებიდან დაბომბეს. თვითმფრინავების გარდა იარაღის საწყობიც განადგურდა.

გუშინ კი სირიაში რუსული საბრძოლო ვერტმფრენის Ми-24-ის ჩამოვარდნის შედეგად ორი მფრინავი დაიღუპა. რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ვერტმფრენის კატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა.

ნიუპოსტი