ფოთში ზღვამ 54 წლის ნაზი მარშავას ცხედარი გამორიყა

ფოთში ზღვამ 54 წლის ნაზი მარშავას ცხედარი გამორიყაფოთში ზღვამ 54 წლის ნაზი მარშავას ცხედარი გამორიყა. შსს-ს ინფორმაციით, ცხედარი სანაპირო ზოლზე სამართალდამცველებმა იპოვეს.
ნაზი მარშავა სახლიდან 26 დეკემბერს გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. იგი მარტოხელა იყო და ტაბიძის ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა. მეზობლების ინფორმაციით, ნაზი მარშავას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.
ფაქტთან დაკავშირებით ინტენსიური სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა.

იმედინიუსი