ქაბულში, სასტუმრო ინტერკონტინენტალზე თავდასხმისას 43 ადამიანია დაღუპული

ქაბულში, სასტუმრო ინტერკონტინენტალზე თავდასხმისას 43 ადამიანია დაღუპულიტელეარხ Tolo News-ის ცნობით, რომელიც ავღანეთის სამართალდამცავი სტრუქტურების წყაროს ეყრდნობა, ქაბულში, სასტუმრო Intercontinental-ზე თავდასხმისას დაღუპულთა რიცხვმა 43-ს მიაღწია. ადრე ავღანეთის შსს მხოლოდ 5 დაღუპულზე საუბრობდა. დაღუპულებს შორისუცხოელებიც არიან.

ტელეარხის ცნობით, თავდამსხმელები სასტუმროს 18 საათის განმავლობაში იკავებდნენ. ამჟამად შენობა გათავისუფლებულია და ხუთივე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს, 21 საათზე სასტუმრო ,,ინტერკონტინენტალში“ 5 შეიარაღებული პირი შეიჭრა და სტუმრებს ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმის დროს სასტუმროში საინფორმაციო ტექნოლოგიების თემაზე კონფერენცია იმართებოდა. თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაჩნდა სასტუმროს მეოთხე სართულზე.

ნიუპოსტი