150 ამბავი ნობელიანტ ფიზიკოსებზე

გუშინ წიგნის მაღაზია “შაქრო ბაბუში” გაიმართა ფიზიკოსის და გამომცემლის კახმეგ კუდავას წიგნის “150 ამბავი ნობელიანტ ფიზიკოსებზე” პრეზენტაცია.
წიგნში საინტერესოდ არის მოთხრობილი ნობელიანტი ფიზიკოსების ცხოვრების 150 დამოუკიდებელი ამბავი.
კახმეგ კუდავამ ისაუბრა წიგნის შექმნის მოტივაციაზე.
– ამ წიგნით მე მინდოდა ერთგვარი პოპულარობა გამეკეთებინა ფიზიკისათვის. მეჩვენებინა, რომ ფიზიკოსები ძალიან ხალისიანი და გონებამახვილი ხალხია და მათი ცხოვრება არანაკლებ საინტერესო და ხალისიანია, ვიდრე მსახიობებისა და ლიტერატორების.
ეს არ არის მხატვრული ლიტერატურა და შეთხზული ამბები, აქ მოთხრობილია რეალურ ფაქტებზე, დოკუმენტებზე დაფუძნებული ამბები, – განაცხადა ავტორმა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ როგორც ლიტერატურის მოყვარულები, ისე ფიზიკოსები.
წიგნი გამომცემლობა “არტანუჯმა” გამოსცა სერიით “თან საკითხავი”. იგი ამ სერიის მე-7 წიგნია.
წიგნი ილუსტრირებულია და საინტერესოა იმ მკითხველებისთვის, ვისაც აინტერესებს მეცნიერთა ცხოვრების ნაკლებად ცნობილი ამბები.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018