2018 წელს აფრენილი თვითმფრინავი 2017 წელს დაეშვა

ავიარეისი, რომელიც 2018 წელს დაიწყო, 2017 წელს დასრულდა.

დაუჯერებელი ფაქტის ამსახველი ფოტო მგზავრმა “ტვიტერზე” გამოაქვეყნა.
Hawaiian Airlines -ის თვითმფრინავი 31 დეკემბერს ადგილობრივი დროით11:55 ოკლენდიდან ჰონოლულუს მიმართულებით ასრულებდა რეისს. თუმცა, მოულოდნელი 10-წუთიანი ლოდინის გამო რეისი ღამის 12:05-ზე შესრულდა.

საერთაშორისო დროის მიხედვით, ჰონოლულუსა და ოკლენდს შორის 23 საათიანი სხვაობაა. რაც ნიშნავს იმას, რომ 8 საათიანი ფრენის შემდეგ თვითმფრინავი დანიშნულ ადგილას 2017 წლის დილის 10:16 საათზე დაეშვა.

პირველი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018