27 წლის ამერიკელი ქალი Facebook Live-ს დროს დაჭრეს – ვიდეო

27 წლის ამერიკელი ქალი Facebook Live-ს დროს დაჭრეს. შემთხვევა ჩიკაგოში მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას Chicago Tribune-ი ავრცელებს.

როგორც პოლიცია ამბობს, ქალი სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერში ლაპარაკობდა, როდესაც სხვა ქალთან კონფლიქტი მოუვიდა, რომელიც იქვე ახლოს ავტომობილში იჯდა.

ავტომანქანაში მყოფმა კი ქალს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და მკლავში დაჭრა. როგორც აღმოჩნდა ისინი ერთმანეთს იცნობდნენ.

სროლის მომენტი კადრში არ მოხვდა, თუმცა პოლიციამ ვიდეო უტყუარ მტკიცებულებად მიიჩნია.

იმედინიუსი

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018