ანჯელინა ჯოლიმ ნატო დააფეთა

ანჯელინა ჯოლიმ ნატო დააფეთანატოს გენერალურმა მდივნმა, იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში ჰოლივუდის ვარსკვლავსა და ლტოლვილთა საკითხებში გაეროს კეთილი ნების ელჩს, ანჯელინა ჯოლის უმასპინძლა.

ნატოს შტაბ-ბინაში ცნობილი ადამიანების სტუმრობა არავის უკვირს, თუმცა დღეს ნატო-ს თანამშრომლები ნამდვილ პაპარაცებად იქცნენ.

დღეს განსაკუთრებულად ჯენტლმენი იყო იენს სტოლტენბეგიც. პრესკონფერენციის დაწყებამდე, ფოტოს გადაღებისას, ჯოლიმ ჩანთა იატაკზე დადო, თუმცა ჩანთა დავარდა და ჯოლისთან ერთად მის ასაღებად, ნატოს გენერალური მდივანიც დაიხარა.

ნიუპოსტი