ბორის ჯონსონის დიდი ბებიის მუმიფიცირებული სახე აღადგინეს

ბორის ჯონსონის დიდი ბებიის მუმიფიცირებული სახე აღადგინესდიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბორის ჯონსონის დიდი ბებიის მუმიფიცირებული სახე აღადგინეს.

მუმია 1975 წელს ქალაქ ბაზელის ეკლესიის რეკონსტრუქციის დროს აღმოაჩინეს, თუმცა მისი სახელის დადგენა მეცნიერებმა მხოლოდ ახლახან დნმ-ის ტესტის დახმარებით შეძლეს. ქალი ანა კატარინა ბიშოპი აღმოჩნდა, ის ბაზელში 1787 წელს გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი კი ვერცხლისწყლით მოწამვლა გახდა.

დნმ-ის ტესტით დადგინდა, რომ ბორის ჯონსონი მისი ერთ-ერთი შთამომავალია. ჯონსონის თქმით, ის მოხარულია, რომ მისი გენეალოგიური ხის შესახებ უფრო მეტი შეიტყო.

იმედინიუსი