ფეისბუქი და ინსტაგრამი შეფერხებით მუშაობს

ფეისბუქი და ინსტაგრამი შეფერხებით მუშაობსსოციალური ქსელების მომხმარებლების თქმით, Facebook-ი და Instagram-ი შეფერხებით მუშაობს. ამის შესახებ Down Detector-ი წერს, რომელიც პოპულარული ვებგვერდების მუშაობის მონიტორინგს ახორციელებს.

მომხმარებლების უმრავლესობა აცხადებს, რომ Facebook-ზე ავტორიზაცია გართულებულია, ასევე შეფერხებულია პოსტების,კომენტარების და ფოტოების გამოქვეყნება.

შეფერხებებია აშშ-ში, ევროპასა და აზიაში. Facebook-ს განარტება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

Facebook-მა Instagram-ი 2017 წლის აპრილში მილიარდ დოლარად შეიძინა.