ქუთაისში “საქართველოს ბანკი” გაძარცვეს და 1 პირი დაჭრეს

ქუთაისში "საქართველოს ბანკი" გაძარცვეს და 1 პირი დაჭრესქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე საქართველოს ბანკის ყაჩაღობისას 1 პირი დაიჭრა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ ერთ-ერთ ფილიალში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, შემოსული შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში, ყაჩაღობის მიზნით შეიჭრა შეიარაღებული პირი, რომელმაც თავდასხმისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მუცლის არეში დაჭრა აღნიშნულ ფილიალში მყოფი მოქალაქე, გარკვეული თანხა გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი ახალგაზრდა გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. ბრალდებულის დადგენა-დაკავების მიზნით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.