რუსეთის რამდენიმე აეროპორტიდან ევაკუაცია განხორციელდა

რუსეთის რამდენიმე აეროპორტიდან ევაკუაცია განხორციელდაყაზანის, ვოლგოგრადის და სარატოვის აეროპორტებიდან ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

ამის მიზეზი ანონიმური ზარები გახდა, რომლის თანახმადაც აეროპორტებში ბომბები იყო მოთავსებული. ტერიტორიის შემოწმების შემდეგ განგაში ცრუ აღმოჩნდა.

მანამდე ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც სატელეფონო ტერორიზმისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს.

კანონის თანახმად, მსგავსი დანაშაულისთვის მაქსიმალური სასჯელი 10 წლამდე გაიზარდა.

იმედინიუსი