სამუელ უმტიტიმ ტრავმა მოიშუშა

სამუელ უმტიტიმ ტრავმა მოიშუშაბარსელონას ფრანგმა ცენტრალურმა მცველმა სამუელ უმტიტიმ ტრავმა მოიშუშა და ის მალე მოედანზე დაბრუნდება უმტიტის ტრავმა თვეზე მეტი აწუხებდა და მან ბარსელონას რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა.

მის მაგივრად ტომას ვერმალენი თამაშობდა, რომელმაც თავის მოვალეობებს თავი ძალიან კარგად გაართვა, მაგრამ უმტიტის დაბრუნების შემდეგ ვერმალენი სავარაუდოდ ისევ სათადარიგოთა სკამს დაუბრუნდება.

უმტიტი ბარსელონაში მეორე სეზონს ატარებს და ის ესპანეთის ჩემპიონატში ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ მცველად ითვლება.