თბილისის მერიაში ხანძარი გაჩნდა

თბილისის მერიაში ხანძარი გაჩნდათბილისის მერიაში ხანძარი გაჩნდა. შედეგად დაახლოებით 4 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა. ადგილზე ერთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით,

ხანძარი მე-13 სართულზე, 15-20 კვადრატული მეტრის ფართობის ოთახში გაჩნდა, სადაც ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა საქალაქო სამსახურის სამუშაო ოთახებია განთავსებული.

ხანძარი ამჟამად ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გამომწვევ მიზეზებს გამოძიება სწავლობს.