ზაჰესში ცოლ-ქმარი საკუთარ მაღაზიაში მოკლეს

ზაჰესში ცოლ-ქმარი საკუთარ მაღაზიაში მოკლესთბილისში ცოლ-ქმარი მოკლეს. შემთხვევა ზაჰესში მოხდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ცოლ-ქმარი გარდაცვლილი საკუთარ მაღაზიაში იპოვეს. სავარაუდოდ, უცნობმა პირებმა მაღაზიის დაყაჩაღება სცადეს. მათივე ინფორმაციით, ქალი და მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული.
მეზობლად მცხოვრებლებმა დილით გაიგეს ინციდენტის შესახებ. ადგილობრივების თქმით, მოკლული ცოლ-ქმარი მარკეტთან ახლოს, იმავე ქუჩაზე ცხოვრობდა.
– მაღაზია სახლის ეზოში ჰქონდათ. უშუალო თვითმხილველი არ ყავს ფაქტს, გახმაურდა და გავიგეთ დილით. სამუშაო საათები დასრულებული ჰქონდათ ალბათ, ჩვენი მაღაზია საღამოს 9-ზე იკეტება და ეგენი 11-მდე მუშაობდნენ. ალბათ დაკეტვის პროცესში მოხდა… წინა კარების დაკეტვა მოასწრეს და გვერდზე კარები, საიდანაც გადიან, ის კარები იყო ღია და იქედან დაესხნენ… ცეცხლსასროლი იარაღით არიან მოკლული… ადგილიდან ტყვიები ამოიღეს. თანხა ადგილზეა და წაღებული არაფერია. პატრული დილით სადისტრიბუციო მანქანამ გამოიძახა. რომ ვერ დაუკავშირდნენ, მაღაზიაში შევიდნენ და იპოვეს გარდაცვლილები, – ყვება მარინა სალდაძე, რომელიც მოკლული ცოლ-ქმრის მაღაზიის მოპირდაპირე მაღაზიაში მუშაობს.

ინტერპრესნიუსი