ჟურნალისტ გიორგი საკარულს ფეხი აქვს მოტეხილი – ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევამ 10-ზე მეტი ადამიანი დააზიანა

ჟურნალისტ გიორგი საკარულს ფეხი აქვს მოტეხილი - ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევამ 10-ზე მეტი ადამიანი დააზიანავარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ჟურნალისტის, გიორგი საკარულის, ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ჯი ეიჩ-ენის ჟურნალისტი ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება. მას ფეხი აქვს მოტეხილი და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

მეტრო ”ვარკეთილში” მომხდარი შემთხვევის შედეგად ”ამტელ ჰოსპიტალში” თავის ტვინის შერყევის დიაგნოზით 4 პაციენტი მკურნალობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ”ამტელ ჰოსპიტალის” კლინიკურმა დირექტორმა ლაშა მაჭარაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, დაშავებულთა ასაკი 31-დან 59 წლამდეა. დაშავებულებიდან ერთ-ერთი საპატრულო პოლიციის თანამშრომელია.
”პაციენტებს აღენიშნებათ ქალა-ტვინის ტრავმები და სხეულის ზოგადი დაჟეჟილობები. დაშავებულებს ჩაუტარდათ კომპიუტერულ-ტომოგრაფიული და რენტგენოლოგიური გამოკვლევები. ოთხივეს თავის ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუდგინდა და საოპერაციო ჩარევა არ დასჭირდათ. ყველა მათგანი ნეიროქირურგიულ განყოფილებაში მკურნალობს და მათი მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტები კლინიკაში სავარაუდოდ, კიდევ ორი-სამი დღით დარჩებიან”, – განაცხადა ლაშა მაჭარაშვილმა.
მეტროსადგურში დაახლოებით 10:30 საათზე ე.წ. შეკიდული ჭერი ჩამოვარდა, რის გამოც 14 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო, სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.