ზურაბ იდოიძეს ბრალი ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობისთვის წაუყენეს – იდოიძე ბრალს არ აღიარებს

ზურაბ იდოიძეს ბრალი ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობისთვის წაუყენეს - იდოიძე ბრალს არ აღიარებსპანკისში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ ზურაბ იდოიძეს ბრალი რამდენიმე წუთის წინ წარუდგინეს.

იდოიძის ადვოკატის თქმით მის დაცვის ქვეშ მყოფს სუსმა ბრალი 331-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით წაუყენა, რაც ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობას გულისხმობს.თავად იდოიძე დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს.

– ეს არის ტერორისტული ორგანიზაციისათვის ხელშეწყობა. სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე პრიმას მე-23 ნაწილი, ამ მუხლით წაუყენეს ბრალი. ვნახე დაკავებული, კვლავ დუმილის უფლებას იყენებს და არ ცნობს თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, – განაცხადა ადვოკატმა დავით მოდებაძემ.