გიორგი მამალაძე სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობაში რჩება.

მოსამართლემ არ გაითვალისწინა პროკურატურის მოთხოვნა, რომ ბრალში კვლავ ჩაწერილიყო მკვლელობის მომზადება ანგარების მოტივით.

ჯერჯერობით უცნობია გაასაჩივრებს თუ არა ბრალდების მხარე ამ ნაწილში საქმეს. დაცვის მხარე კი უზენაესი სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს.

გასული წლის 5 სექტემბერს მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი ორივე მხარემ გაასაჩივრა. პროკურატურა განაჩენის დამძიმებას, დაცვა კი გამამართლებელ განაჩენს ითხოვს.

გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც საქართველოს პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ.

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018